logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: შემობრძანდნენ, ჩაერთონ საგამოძიებო კომისიის მუშაობაში და თუ 1-პროცენტიან გადახრას ნახავენ, ჩავატარებთ რიგგარეშე არჩევნებს
- +

11 დეკემბერი. 2020. 11:57

 

 

„შემობრძანდნენ, ჩაერთონ საგამოძიებო კომისიის მუშაობაში, გამოიძიონ, ნახონ არჩევნების გაყალბების მტკიცებულება, რომელიც ბუნებაში არ არსებობს და თუ 1%-იან გადახრას მაინც ნახავენ, არათუ 7-ს, 10-სა და 12%-ს, ჩავატარებთ რიგგარეშე არჩევნებს, ჩვენი პირობა ასეთია“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების" დეპუტატმა მამუკა მდინარაძემ განუცხადა.

 

მისივე თქმით, მმართველი პარტია არ აპირებს, „შეირჩინოს" ოპოზიციის ბრალდება, არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით.

 

„არანირი მნიშვნელობა არ აქვს მე დისკომფორტი შემექმნება თუ არა ოპოზიციის პარლამენტში არ შემოსვლით. მთავარია, დისკომფორტი არ შეექმნას სახელმწიფოსა და მთავარია, პრობლემები არ შეექმნას ქვეყნის პარლამენტის ნორმალურ ფუნქციონირებას, სახელმწიფოს ნორმალურ ფუნქციონირებას. ამას ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ ეს ასე არ მოხდეს. ნებისმიერ შემთხვევაში პარლამენტი გამართულად იმუშავებს. მე ვიტოვებ იმედს, რომ იფიქრებენ რაციონალურად და სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე. შედეგად, საქართველოს პარლამენტში ჩვენ ვიხილავთ ოპოზიციონერ დეპუტატებს. ჩემი აზრით, ეს უნდა მოხდეს საერთო შეთანხმების შემდეგ. ჩვენ ორივე მხრიდან, საბედნიეროდ ვისმენთ განცხადებებს, რომ მოლაპარაკებები უნდა გაგრძელდეს. ჩვენი ამერიკელი კოლეგები, პარტნიორები და მეგობრებიც გამოეხმაურნენ ამ ამბავს.

 

ვფიქრობ, მოლაპარაკებები გაგრძელდება და შეუძლებელია, რომელიმე ოპოზიციურმა პარტიამ არ მიიღოს შეთავაზება, რომ თუ „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ ერთპროცენტიანი გადახრა მაინც იქნება, საგამოძიებო კომისიის ფარგლებში და ისინი შეძლებენ ვინმესთვის ამის დამტკიცებას, მაშინ იქნება რიგგარეშე არჩევნები, მაგრამ მე პირადად, დარწმუნებული ვარ, ამას ვერავინ შეძლებს. ნამდვილად არ ვაპირებთ, შევირჩინოთ ბრალდება გაყალბებული არჩევნების შესახებ. ცრუ ბრალდებაა“, - განაცხადა მდინარაძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner