logo_geo
eng_logo
ბაია ამაშუკელი: როდესაც თქვენს კარებთანაც დაიჩოქებს „უსამართლობის აქლემი", თანადგომას ნურც თქვენ მოითხოვთ!
- +

3 ივლისი. 2016. 16:51



პუბლიცისტი ბაია ამაშუკელი facebook-ზე შემდეგ პოსტს აქვეყნებს:


გუშინ აეროპორტში წვიმდა, უმოწყალოდ წვიმდა...  ისევე უმოწყალოდ, რა უმოწყალოდაც და სისატიკითაც აწამეს და საიქიოს გაისტუმრეს სულხან მოლაშვილი! "დანარჩენი პოლტპატიმრები სად არიან"- კითხულობდა ყველა... რამდენიმე პოლიტპატიმარი ვნახე...

 

პოლიტპატმარი ვანო, ბაჩო და გიგა ეტყობა?! ცოტანი არ ვიყავით, მაგრამ გუშინ აეროპორტში მთელი თბილისი უნდა მდგარიყო...

 

სხვა ერი, სხვა ხალხი და ქვეყანა გუშინდელი საღამოდანვე ნაციონალების ოფისებს გააცამტვერებდა... იმდენი წყევლა, რაც ნაციონალების მისამართით გუშინ ისმოდა, არასდროს მსმენია.

 

მესმის, რომ წვიმდა, მესმის, რომ შუაღამით ყველა ვერ შეძლებდა, მაგრამ მაინც არ მესმის და ვერც ვერასდროს გავიგებ ბევრისას, გულზე მჯიღის ცემით ფეისბუქს რომ "აფეთქებენ" და ისევ "რაღის დაკარგვის შიშით"- ახლაც სდუმან?!

 

ისევ ერთი ოჯახის წევრები ვდგავართო"- მითხრა ია მეტრეველმა.... მართლაც, "ერთი ოჯახის წევრები" ვიდექით, იგივე ხალხი და იგივე საზოგადოება ვიდექით. გვკლდა ირინა ებუქიძე, იური ვაზაგაშვილი, რომლებიც აქაც აუცილებლად იდგებოდნენ. არა ჩვენს გვერდით, არამედ- საქართველოს გვერდით! "ოჯახი", რომელიც მიუხედავად შიშისა, ტერორისა, ყველა საპროტესტო აქციაზე ვიდექით ხოლმე და ნაციონალების ბარბაროსობას ვაპროტესებდით.

 

მდუმარე ზიზღი და ტკივილი გუგუნებდა...  პარლამენტარებიდანაც, მხოლოდ ორი დეპუტატი- ბატონი თამაზ მეჭიაური და დავით ლორთქიფანიძე იყვნენ...  დანარჩენებს "არ ეცალათ" ან ვერ მოიცალეს".

 

სულხანი კი მოკლეს... გული დამეწვა ჩემი ღირსებააყრილი და გაბახებული ქვეყნის კიდევ ერთხელ დანახვაზე... თუ თქვენი ოჯახის ევრებისთვის ცოცხები არ გაუყრათ, ქონება არ წაურთმევიათ და ქუჩებში არავინ დაუხოცავთ?!

 

ყველაზე ნაკლებად ჩემს ოჯახს შეეხო "ნაციონალების 37 წელი", მაგრამ ყოველთვის ვიდექი იქ, სადაც საქართველოს ტკიოდა... სირცხვილო... თუმცა, სადღაა სირცხვილის შეგრძნება, დღეს "გამოხატვის უფლებაა" სირცხვილიცდა თავმოყვარეობაც, ღისებაც და სამშობლოს სიყვარულიც!

 

სულხანის სიკვიილის ტკივილთან ერთად, ჩემი თავმოყვარეობა დაკარგული საქართველოც მტკიოდა... სანდრო, ბუტა, გიორგი, ირინა, იური და ასობით საჯიშე ახალგაზრდა მტკოდა.......

 

გუშინაც ჩემი საქართველო მტკიოდა და უკიდეგნო უსამართლობის შეგრძნებასთან ერთად, კიდევ ერთხელ მივხვდი, რომ ქართულმა საზოგადოებამ ის 9 წელი დიახაც რომ დაიმსახურა!!! და როდესაც თქვენს კარებთანაც დაჩოქებს "უსამართლობის აქლემი", თანადგომას ნურც თქვენ მოთხოვთ", - წერს ამაშუკელი.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner