logo_geo
eng_logo
მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველ სესიას უხუცესი პარლამენტის წევრი ლადო კახაძე უძღვება
- +

11 დეკემბერი. 2020. 13:02

 

 

მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველ სესიას უხუცესი პარლამენტის წევრი ლადო კახაძე უძღვება. მისი თქმით, სხდომას 88 წევრი ესწრება.

 

„გისურვებთ კოვიდ-პანდემიიდან უსაფრთხო და ღირსეულ გამოსავალს. ჩემთვის დიდი პატივია ჩემი ქვეყნის მეათე მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას ვემსახურო. მადლობა ამისთვის“, - აღნიშნა ლადო კახაძემ.

 

არჩეული დეპუტატები ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისგან ისმენენ პარლამენტის არჩევნების შედეგებს და თამარ ჟვანია წარადგენს პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების ცნობისთვის საჭირო დოკუმენტაციას.

 

პარლამენტი საკუთარ უფლებამოსილებას ცნობს და ამისთვის წევრთა სრული შემადგენლობის ორი მესამედის ხმა იქნება საჭირო. ამის შემდეგ, პარლამენტის წევრები დადებენ ქვეყნისადმი ერთგულების ფიცს, რომლის ტექსტსაც წაიკითხავს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე.

 

პარლამენტის წევრები ხელს მოაწერენ ფიცის ტექსტს და დარბაზში საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შესრულდება. დეპუტატები პირველივე სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარეს, მის პირველ მოადგილეს და მოადგილეებს აირჩევენ. ამავე სხდომაზე ირჩევენ კომიტეტის თავმჯდომარეებსაც.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner