პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის პლენარული სხდომის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას, სახელმწიფო ინსტიტუტებზე თავდასხმის პრობლემას გამოეხმაურა, მათ შორის, პოლიციელთა მიმართ გამოთქმულ მორალურ ზეწოლას მან ქვეყნისთვის დამანგრეველი უწოდა. პრეზიდენტის განცხადებით, სახელმწიფო ძლიერი მაშინ არის, როდესაც მას აქვს ძლიერი ინსტიტუტები.
„პოლიცია იცავს მოქალაქეების უსაფრთხოებას, სტაბილურობას და მშვიდობას ქვეყანაში. ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანი და რთულია მისი როლი საოკუპაციო ხაზთან და უნდა გვესმოდეს, რამდენად დამანგრეველია ქვეყნისთვის პოლიციელის შეურაცხყოფა, მასზე მორალური ზეწოლა“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ახალი მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის გახსნაზე.