თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ აკურაში, 45 წლამდე ქალი საკუთარ საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.
თანასოფლელების თქმით, ქეთი მამალაშვილი მარტოხელა იყო და ის თავდაპირველად მეზობელმა იპოვა, რის შემდეგაც პოლიციას შეატყობინა.
გარდაცვალების კონკრეტული მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.