ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში „წითელი ხიდი“ სამართალდარღვევის ფაქტი გამოვლინდა. კერძოდ, რისკის შეფასებისა და მონაცემთა ანალიზის საფუძველზე, მებაჟე ოფიცრების მიერ, ტვირთის კამერალური და ფიზიკური დათვალიერების შედეგად, 6 900 ლარის ღირებულების არადეკლარირებული საქონელის შემოტანის ფაქტი გამოვლინდა.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა 6 900 ლარი შეეფარდა.