logo_geo
eng_logo
ბონდო მძინარაშვილი: განათლების სისტემა მართლმსაჯულების სისტემაზე არანაკლებ დაზიანებულია... თეა, წარმატებები ამ უმნიშვნელოვან ბრძოლაში!
- +

11 დეკემბერი. 2020. 14:05

 

 

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი თეა წულუკიანის პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარედ დასახელებაზე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

 

თეა წულუკიანის განათლების კომიტეტის თავმჯდომარეობა ნაცსექტამ საღლიცინოდ გაიხადა, - იუსტიციის მინისტრი იყო და ახლა ეს კომიტეტი ჩააბარესო. თითქოს განათლება, მეცნიერება და კულტურა ხელწამოსაკრავი იყოს!

აი, აქაც გამოჩნდა, რამდენად იდიოტები არიან ამ სექტის ალხანებიც და ჩალხანებიც!

 

თქვენ კი, გონიერო ადამიანებო, გაიხსენეთ, რა პროგრამა აქვს ბიძინა ივანიშვილს და ხელისუფლებას და რა წილი ექნება განათლებას სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

ისიც გაითვალისწინეთ, რა მდგომარეობაა განათლების სისტემაში და როგორი აუცილებელი და გადაუდებელია მასშტაბური რეფორმა.

 

ეს სისტემა მართლმსაჯულების სისტემაზე არანაკლებ დაზიანებულია და უპირველესად საკანონმდებლო მოწესრიგებას საჭიროებს ზედამხედველობასთან ერთად, რომელსაც პარლამენტი სწორედ იმ კომიტეტის მეშვეობით განახორციელებს, თეა წულუკიანი რომ უხელმძღვანელებს.

 

თეა წულუკიანი, წარმატებას გისურვებთ ამ უმნიშვნელოვანეს ბრძოლაში!“ - წერს ბონდო მძინარაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner