„კლინიკა ბომონდის“ კოვიდ-ცენტრში ახალი კორონავირუსული ინფექციისგან 7 ჩვილი გამოჯანმრთელდა. ჩვილებიდან ყველაზე პატარა 14 დღის, ხოლო ყველაზე დიდი კი ერთი თვისაა.
ჩვილების ნაწილი კლინიკაში სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებიდან, ნაწილი კი საცხოვრებელი სახლებიდან გადაიყვანეს. მათი დაინფიცირება დედასთან კონტაქტს უკავშირდება.
ამ დროისთვის კოვიდ-ცენტრში 7 ინფიცირებული ჩვილი რჩება. მათგან ყველაზე პატარა 14 დღის, ხოლო ყველაზე დიდი ერთი თვის არის. მათი ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.