logo_geo
eng_logo
ირაკლი გოგავა: საქართველოში არასდროს გამოვიყენოთ ციფრული ტექნოლოგიები არჩევნებში ხმების დასათვლელად! ჭკვიანი სხვის შეცდომებზე სწავლობს!
- +

11 დეკემბერი. 2020. 15:00

 

 

საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი ირაკლი გოგავა, ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით, საკუთარ „ფეისბუქ-გვერდზე“პოსტს აქვეყნებს.:

 

„ტრამპის მხარე „დომინიონის“ ხმის დამთვლელ მანქანებს და მისი პროგრამული უზრუნველყოფის სისტემებს  - „სმარტმატიკს“ და „სკიტლს“ არჩევნების გაყალბების ერთ-ერთ სერიოზულ წყაროდ მიიჩნევს. ტრამპის იურისტების და მოწმე-ექსპერტების განცხადებით, ხმის დათვლის ეს სისტემა ხმებს ალგორითმის მიხედვით ითვლიდა ანუ მაგალითისთვის: ტრამპისთვის მიცემულ 1 ხმას ითვლიდა 0.87-ად, ხოლო ბაიდენისთვის მიცემულ 1 ხმას 1,13-ად. თუ ეს დამტკიცდა, გამოდის, რომ ერთ უბანზე ტრამპისთვის მიცემული 100 ხმა „დომინიონის“ მიერ დაითვლებოდა 87 ხმად, ხოლო ბაიდენის 100 ხმას მანქანა დათვლიდა 113 ხმად. ეს კი ნიშნავს, რომ ერთი კანდიდატი მხოლოდ მთვლელი კომპიუტერის მეშვეობით იღებს 26%-იან უპირატესობას. „დომინიონის“ ხმის დამთვლელი მანქანები 50-დან 28 შტატში იქნა გამოყენებული.

 

ჩვენთვის კი საინტერესო ის არის, რომ „დომინიონის“, „სმარტმატიკის“ და „სკიტლის“ საარჩევნო ტექნოლოგიებს 2013 წელს ქართულ საარჩევნო კომისიას სთავაზობდნენ გაეროს ერთ-ერთი ორგანიზაციის ქოლგის ქვეშ მოწყობილ შეხვედრაზე. http://www.newspress.ge/.../19922-cesko-saarchevno...

 

იმავე ტექნოლოგიების ლობირება 2015 წელს ბათუმში გამართული შეხვედრის დროსაც ხდებოდა.  http://electionreforms.ge/geo/list/show/733-saarchevno-administratsiebis-tsarmomadgenelta-mekhute-koveltsliuri-shekhvedra?fbclid=IwAR0yKwZQsntkELsdI7a4d7k6U4tbN2y8Hdkwd8zKNmYEulEM5WnuKlyxLCM

 

ჭკვიანი სხვის შეცდომებზე სწავლობს!

 

დასკვნა: არასდროს საქართველოში არ გამოვიყენოთ ციფრული ტექნოლოგიები არჩევნებში ხმების დასათვლელად. მხოლოდ ხელით დათვლა!“ - წერს ირაკლი გოგავა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner