logo_geo
eng_logo
ლევან თაქთაქიშვილი: გარდაიცვალა კაცი, რომელიც ლორდთა პალატას დაამშვენებდა ინგლისში... საქართველო გაღარიბდა...
- +

11 დეკემბერი. 2020. 15:10

 

 

პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორი ლევან თაქთაქიშვილი, კინორეჟისორ ალექსანდრე (საშა) რეხვიაშვილის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ეხმაურება:

 

„ბატონი საშა რეხვიაშვილი გარდაიცვალაო... ახლა გავიგე. გავიგე და პირველი, რაც გავიფიქრე: საქართველო გაღარიბდა, გაღარიბდა ისე, როგორც ერთ დროს დიმიტრი ყიფიანის სიკვდილით. რატომ შევადარე ყიფიანს? მათ ერთი რამ აერთიანებდათ: განსაცვიფრელი პატრიოტიზმი, რომელიც არ შეეფერებოდა მათ კონკრეტულ თვისებას. დიმიტრი მონარქისტი იყო, რომანოვების დინასტიას საქართველოს მეფედ აღიარებდა და ამ ფონზე ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მონაწილე იყო, ვერ იტანდა რუსულ ჩექმას და ყველანაირ რუსულ დერჟიმორდობას. ბატონი საშა კი რუსულენოვანი იყო და ამ დროს ქართული კულტურის ბრწყინვალე დამცველი და პოპულარიზატორი, რუსული დერჟიმორდობის მტერი, ჩუმი, მიზანდასახული, პრინციპული, ღრმად ჩამწვდომი თითოეულ პრობლემაში, კაცი, რომელშიც ვხედავდი საქართველოს ჭირისუფალს. კაცი, რომელიც ლორდთა პალატას დაამშვენებდა ინგლისში... ბიბლიოფილი, წიგნის მოტრფიალე, ვიღა ვნახო და გავუზიარო ბიბლიოფილური ვნებები? ბატონო საშა, ახლაც ვერ გამიაზრებია, ამას თქვენზე რომ ვწერ“, - წერს ლევან თაქთაქიშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner