ფრაქციის რეგისტრაციის მიზნით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები პარლამენტის კინოდარბაზში შეიკრიბნენ.
90-ვე წევრი ერთ ფრაქციაში ერთიანდება, რომელსაც მამუკა მდინარაძე უხელმძღვანელებს.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილეები იქნებიან: გივი მიქანაძე, ნინო ლაცაბიძე, ბექა დავითულიანი, ირმა ზავრადაშვილი, რიმა ბერაძე და ირაკლი ჩიქოვანი.
პარლამენტის რეგლამენტის გათვალისწინებით, ფრაქციის თავმჯდომარე ახალარჩეული პარლამენტის პირველი შეკრებისთანავე, ფრაქციის რეგისტრაციისათვის პარლამენტის დროებით სამანდატო კომისიას მიმართავს განცხადებით, რომელშიც აღინიშნება ფრაქციის ოფიციალური სახელწოდება, მისი თავმჯდომარის, სხვა ხელმძღვანელ პირთა და წევრთა ვინაობა. განცხადებას ერთვის ფრაქციის წესდება.
ფრაქციის რეგისტრაციის საკითხს დაუყოვნებლივ განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს პარლამენტის დროებითი სამანდატო კომისია.