სანდრა რულოვსი შესაძლოა „ნაციონალური მოძრაობის" სიის პირველი ნომერად დასახელდეს. ამ თემაზე პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი კომენტარს აკეთებს და ამბობს, რომ სანდრა რულოვსის აქტიურ პოლიტიკაში შემოსვლა ირიბი შეხსენებაა, რომ მიხეილ სააკაშვილი რჩება ქართულ პოლიტიკაში:
„ეს არის გარკვეული პოლიტ-ტექნოლოგიური ნაბიჯი. ანუ, ირიბად სანდრა რულოვსი განასახიერებს მიხეილ სააკაშვილს, რომელიც არ არის ამ ქვეყნის მოქალაქე და ბუნებრივია, არჩევნებშიც ვერც მიიღებს მონაწილეობას. მთავარი მაინც ის არის, რომ სანდრა რულოვსის მონაწილეობა პირდაპირ სააკაშვილის მონაწილეობას ნიშნავს და ამის ირიბი ხაზგასმაა. ეს არის მცდელობა , რომ ადამიანებს დაავიწყონ ის დანაშაული, რის გამოც ქართველმა ხალხმა ვერდიქტი გამოუტანა „ნაციონალურ მოძრაობას", - ამბობს ხუხაშვილი.
იხილეთ სანდრა რულოვსის განცხადება:
http://reportiori.ge/inside.php?menuid=101&id=1262