-
+
11 დეკემბერი. 2020. 16:54
ყარაჩაი-ჩერქეზეთში სპეცოპერაციის დროს ეჭვმიტანილმა მამაკაცმა თავი აიფეთქა. მედიის ცნობით, მამაკაცი ოპერატიული საქმიანობის ზონაში ცდილობდა შეღწევას. აფეთქების შედეგად ექვსი სამართალდამცველი დაშავდა.
რუსეთის ნაციონალური ანტიტერორისტული კომიტეტის ინფორმაციით, ინციდენტი ყარაჩაი-ჩერქეზეთის სოფელ უჩკეკენში მოხდა, სადაც სამართალდამცველები ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებს ატარებდნენ. აფეთქება მაშინ მოხდა, როდესაც სამართალდამცველები დამნაშავის დაკავებას ცდილობდნენ.
რუსეთის ნაციონალური ანტიტერორისტული კომიტეტის ცნობით, ამ დროისთვის ინციდენტის მონაწილე პირის ვინაობა დგინდება და ოპერატიულ-სამძებრო სამუშაოები გრძელდება.
წყარო :