logo_geo
eng_logo
ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ ევროკავშირი აღარ მიიღებს თავის ორბიტაზე დესტაბილიზაციურ ქმედებებს
- +

11 დეკემბერი. 2020. 16:54

 

 

ახალი სანქციები, რომლებსაც ევროკავშირი ხმელთაშუა ზღვაში თურქეთის საქმიანობასთან დაკავშირებით ამზადებს, აჩვენებს, რომ ევროკავშირი აღარ მიიღებს თავის ორბიტაზე დესტაბილიზაციურ ქმედებებს. ამის შესახებ ევროკავშირის სამიტის დასრულების შემდეგ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა.

 

ამავე დროს, მაკრონმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი ღიაა თურქეთთან დიალოგისთვის.

 

ბრიუსელში გამართულ ორდღიან სამიტზე ევროპელი ლიდერები ხმელთაშუა ზღვაში თურქეთის საქმიანობასთან დაკავშირებით სანქციების დაწესებაზე შეთანხმდნენ.

 

ევროკავშირის საბჭოს დაევალა, შეიმუშაოს ფიზიკური პირებისა და კომპანიების სია, რომლებსაც ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში თურქეთის არასანქცირებულ კვლევით საქმიანობასთან კავშირი აქვთ.

 

საბერძნეთსა და თურქეთს შორის ხმელთაშუა ზღვაში დავა ივლისში გამწვავდა, მას შემდეგ, რაც თურქეთმა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში სადავო წყლებში თავისი კვლევითი ხომალდები გაგზავნა

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner