logo_geo
eng_logo
შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა უაქციზო თამბაქოს ნაწარმის ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს
- +

11 დეკემბერი. 2020. 17:18

 

 

11 დეკემბერს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის  დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველოს დასავლეთის განყოფილების თანამშრომლების მიერ, ხობის რაიონში განხორცილებული ღონისძიებების შედეგად, 370 კოლოფი (7 400 ღერი) უაქციზო თამბაქოს ნაწარმის ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევ მოქალაქეს ჩამოერთვა საქონელი. აღნიშნულ ფაქტზე საქმის მასალები, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 241-ე მუხლის შესაბამისად, ქვემდებარეობით შესაბამის სასამართლოს გადაეგზავნა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner