logo_geo
eng_logo
სოზარ სუბარი: ქვეყანა დაიღალა, როცა პოლიტიკოსებს ხმას აძლევენ, ისინი კი საკუთარი მოვალეობის შესრულების ნაცვლად, ქუჩაში აქციების მოწყობას ცდილობენ
- +

11 დეკემბერი. 2020. 17:58

 

 

„საქართველოს პრეზიდენტი არ ვიცი, მაგრამ, ზოგადად, ქვეყანა დაიღალა, როცა პოლიტიკოსებს ხმას აძლევენ და იმის ნაცვლად, რომ მათ საკუთარი მოვალეობა შეასრულონ, პარლამენტში შემოვიდნენ, ცდილობენ ქუჩაში აქციების მოწყობას, თან წარუმატებლად, აქციებსაც ვერ აკეთებენ“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა სოზარ სუბარმა განაცხადა.

 

მისივე თქმით, პოლიტიკურ მხარეებს შორის მოლაპარაკებები გრძელდება.

 

სუბარის განცხადებით, არჩევნები არ გაყალბებულა და თუ ოპოზიციას საპირისპირო აზრი აქვს, შეუძლია, პარლამენტში შევიდეს და საგამოძიებო კომისია შექმნას.

 

„მოლაპარაკებები გრძელდება და სადამდე მივა, ვნახავთ. თუ მათი სურვილი არეულობაა, მინდა, ეს იმედები გავუწბილო, არანაირი არეულობა არ იქნება. არჩევნები რომ არ გაყალბებულა, ამაში ასი პროცენტით ვარ დარწმუნებული. ზუსტად ამიტომ თამამად ვამბობთ, რომ პარლამენტში შემოვიდნენ და დროებითი საგამოძიებო კომისია შექმნან.

 

საერთოდ საგამოძიებო კომისია რომ არ შექმნან, თუ დავრწმუნდები, რომ ერთი პროცენტი მომატებული გვაქვს, ამ პარლამენტში იმ დღის მერე რა გამაჩერებს, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ არჩევნები არც ერთი პროცენტით არ გაყალბებულა“, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.

 

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, მეათე მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე განაცხადა, რომ უნდა მოუსმინონ საზოგადოებას, რომელიც ამბობს, რომ „დაიღალა“.

 

„დავიღალეთ“ ერთ წრეზე ბრუნვით, ქუჩიდან პოლიტიკური პროცესების მართვის მცდელობით, დიალოგის ნაცვლად მუქარითა და დესტაბილიზაციის პროვოცირებით“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner