logo_geo
eng_logo
გიორგი კახიანი: უნდა გავითავისოთ, რომ რევოლუციური სცენარები, ბოიკოტის რეჟიმი არ არის სწორი გზა, რისკენაც უნდა მივისწრაფოდეთ
- +

11 დეკემბერი. 2020. 17:58

 

 

საქართველოს პარლამენტის წევრის, უმრავლესობის დეპუტატის გიორგი კახიანის განცხადებით, რევოლუციური სცენარები, ბოიკოტის რეჟიმი, დესტაბილიზაციის გარკვეული მცდელობები არ არის სწორი გზა, რისკენაც პოლიტიკოსები უნდა ისწრაფოდნენ.

 

როგორც კახიანმა პრეზიდენტის განცხადების შეფასებისას აღნიშნა, ასეთი სცენარებით პოლიტიკური პროცესების განვითარება არ არის ქვეყნისთვის მომგებიანი და სასურველი.

 

„რეალურად პრეზიდენტის გამოსვლაში საუბარი იყო იმაზე, რომ ასეთი სცენარებით პოლიტიკური პროცესების განვითარება არ არის ქვეყნისთვის მომგებიანი და სასურველი. ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ უნდა გავითავისოთ, რომ რევოლუციური სცენარები, ბოიკოტის რეჟიმი, დესტაბილიზაციის გარკვეული მცდელობები არ არის სწორი გზა, რისკენაც უნდა მივისწრაფოდეთ. პირველ რიგში, ეს პოლიტიკოსებმა უნდა გავითავისოთ. საზოგადოებას უნდა სტაბილური განვითარება, ქვეყნის მშვიდობიანი განვითარება და ამისთვის საჭიროა ერთი რამ, სასურველი იქნება მთლიანად ოპოზიცია იყოს წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტში, რისი დიდი იმედიც მაქვს. ეს სჭირდება ქვეყანას და მოსახლეობას,- განაცხადა კახიანმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner