logo_geo
eng_logo
ვეფხვია გულედანი: ვიმედოვნებ, ოპოზიცია გამოიჩენს გონიერებას და მიხვდება, რომ არჩევნები ჩატარდა
- +

11 დეკემბერი. 2020. 18:01

 

 

საქართველოს პოლიტოლოგთა ასოციაციის თავმჯდომარე ვეფხვია გულედანი, საქართველოს პარლამენტის მე-10 მოწვევის პარლამენტის გახსნასა და ოპოზიციის მხრიდან პარლამენტისადმი ბოიკოტის გამოცხადებას ეხმაურება.

 

როგორც გულედანი აღნიშნავს, მას იმედი აქვს, რომ ოპოზიცია გონიერებას გამოიჩენს და სიტუაციას ადეკვატურად შეაფასებს:

 

„საზოგადოება მალე იხილავს, არსებობს ცალკეული ოპოზიცია მეტ-ნაკლები სუსტი რეიტინგით თუ არსებობს „ერთიანი ნაციონალური ოპოზიცია“, სხვაგვარად არ და ვერ აიხსნება პარლამენტში ოპოზიციის სრული არშესვლა, არჩევნების ლეგიტიმურობის საერთაშორისო აღიარების და, ასევე, ყოველივე მხრიდან პარლამენტში შესვლის მოწოდების მიუხედავად. რჩება ერთი ლოგიკური აზრი, რომ ისინი მხოლოდ „FM 5“-ის სიხშირეს იჭერენ უკრაინიდან... ვფიქრობ, აღნიშნული ცალკეული ოპოზიციური პარტიების ისედაც არასახარბიელო რეიტინგს სულ დაასამარებს.

 

ვიმედოვნებ, ოპოზიცია გამოიჩენს გონიერებას და გამოვა სირაქლემის პოზიციიდან, გარემოს ადეკვატურად შეაფასებს და მიხვდება, რომ არჩევნები ჩატარდა, საერთაშორისო აღიარება ჰპოვა და მათ ლამის უცხოპლანეტელებმაც მოუწოდონ პარლამენტში შესვლისკენ, დემოკრატიული პროცესის განმტკიცებისათვის და უპირველესი სახელმწიფო ინტერესების გატარებისთვის. აგრეთვე, დროულად და საჭიროდ ვთვლით მმართველი გუნდის ინიციატივას, რომ დაფინანსებას და პრივილეგიებს ვერ მიიღებს ის პარტია თუ მაჟორიტარი, რომელიც მის პირდაპირ ვალდებულებას ამომრჩევლის და ქვეყნის წინაშე არ ასრულებს. ასევე, მნიშვნელოვანია, პოლიტიკურ მორალთან და კანონთან შეუსაბამობის მქონე პირების საარჩევნო სიაში არ არსებობა ან არსებობის შემთხვევაში კონკრეტული პრევენციული მექანიზმის არსებობა უზენაესი კანონის სახით“, - აღნიშნა გულედანმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner