logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: სიების გაწვევა არის ფარსი, მანდატზე უარის თქმის შესახებ განცხადება ჯერ არავის შემოუტანია
- +

11 დეკემბერი. 2020. 18:03

 

 

„თუკი ვინმე ოდნავ მაინც ქვეყანაზე ფიქრობს, და არა პარტიის ხვალინდელ დღეზე, ის მიიღებს რაციონალურ გადაწყვეტილებას, შემოვა პარლამენტში და შეეცდება კომისიის ფარგლებში არჩევნების გაყალბების რაიმე ნიშნები მოიძიოს“, - ამის შესახებ „ქრონიკას“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

 

„სიების გაწვევა არის მათი მოგონილი ფარსი. ვინც მათი მხრიდან პარლამენტში მოხვდა, ის საერთოდ არაა იმ სიაში, რომლის გაწვევის უფლებაც შესაბამისი პარტიის თავმჯდომარეს აქვს. იურიდიულად რომ განვმარტო, სიის განულება, რასაც პარტიის თავმჯდომარე აკეთებს, არ ნიშნავს, რომ თუნდაც ერთი ადამიანი დეპუტატის მანდატს კარგავს. თუ ასეთი პრინციპულები არიან, ჩვენ ველოდებით, რომ შემოიტანონ განცხადებები მანდატზე უარის თქმის შესახებ. პირობას ვაძლევთ, რომ ამას მალევე დავაკმაყოფილებთ. ჩემი ინფორმაციით, ამ დრომდე მსგავსი განცხადება არავის შემოუტანია. ვერ ბედავენ ამას, იმიტომ რომ აქვთ ჩვენგან წინადადება კომისიაში მუშაობის და თუნდაც 1%-იანი გადახრის შემთხვევაში ჩვენ დავნიშნავთ რიგგარეშე არჩევნებს. ეს ალტერნატივა აქვთ და ახლა არიან ჩიხში. ან უნდა დატოვონ მანდატები, ან კომისიაში უნდა იმუშაონ, მაგრამ ეს არ აწყობთ, ვინაიდან კარგად იციან, რომ იქ არანაირი გაყალბების ნიშნები იქ არ იქნება. მათი ლუსტრაციისთის ეს ჩიხი ძალიან კარგია. თუკი ვინმე ოდნავ მაინც ქვეყანაზე ფიქრობს, და არა პარტიის ხვალინდელ დღეზე, ის მიიღებს რაციონალურ გადაწყვეტილებას, შემოვა პარლამენტში და შეეცდება კომისიის ფარგლებში რაიმე გაყალბების ნიშნები მოიძიოს“, - განაცხადა მდინარაძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner