ცნობილი სამხრეთკორეელი კინორეჟისორი კიმ კი-დუკი კორონავირუსით ლატვიაში გარდაიცვალა.
არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი, 59 წლის რეჟისორი, გარდაცვალებამდე COVID-19-ის დიაგნოზით რიგის საავადმყოფოში მკურნალობდა.
კიმი 1960 წელს დაიბადა სამხრეთ კორეის აღმოსავლეთში მდებარე ერთ-ერთ სოფელში, მისი კინორეჟისორული დებიუტი1996 წელს შედგა.