ლიეტუვაში პრემიერ-მინისტრ ინგრიდა შიმონიტეს მთავრობამ ფიცი დადო. დღესვე პარლამენტმა ახალი მთავრობის პროგრამა დაამტკიცა. მთავრობის პრიორიტეტი პანდემიაზე კონტროლი იქნება.
ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელმა კანონმდებლებს წარუდგინა სამპუნქტიანი გეგმა, რომელიც ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში გადასადგმელ ნაბიჯებს მოიცავს.
ლიეტუვის სეიმმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრად ყოფილი ფინანსთა მინისტრი ინგრიდა შიმონიტე 24 ნოემბერს დაამტკიცა.