logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: ოპოზიციის რადიკალური ნაწილი ბოიკოტს უცხადებს დემოკრატიას
- +

11 დეკემბერი. 2020. 21:01

 

 

„ოპოზიციის რადიკალური ნაწილი ბოიკოტს უცხადებს დემოკრატიას, რომელიც დასავლეთის ყველა სახელმწიფოში მიღებულია და ხედავთ, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, ევროპარლამენტარები, ყველანი აცხადებენ და გაოცებულები არიან იმით, რომ ოპოზიცია, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ბევრი მანდატი მიიღეს პარლამენტში, უარს აცხადებს საპარლამენტო, პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობაზე“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ტვ „იმედის“ ეთერში განაცხადა.

 

„რა თქმა უნდა, ეს გაუგებარია ნებისმიერი დასავლური დემოკრატიისთვის. ოპოზიციის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, ძირითადად, რადიკალური ფრთა წარმართავს, რომელიც საზოგადოებას ყოველდღიურად ატყუებს. ადამიანები, რომლებიც ხელმზღვანელობენ პროტესტს, სინამდვილეში, პარლამენტში შესულები არ არიან და საზოგადოებისგან მანდატი და ნდობა არ აქვთ მიღებული. ამ დღეების განმავლობაში, უმანდატო ოპოზიციონერებმა, ნდობით აღჭურვილ დანარჩენ კოლეგებს და იმ ოპოზიციონერებს, რომელთაც მიიღეს მანდატები, პრაქტიკულად, ეს მანდატები გადააყრევინეს, მაგრამ, იკვეთება, რომ გარკვეული აზრთა სხვადასხვაობაა ოპოზიციაში“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner