logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: კიდევ ერთხელ დაემთხვა საოკუპაციო ძალისა და მიხეილ სააკაშვილის პოზიციები ერთმანეთს
- +

11 დეკემბერი. 2020. 21:42

 

 

„ოპოზიციური ძალის პარლამენტში არ შესვლა დემოკრატიული სახელმწიფოსთვის საკმაოდ ცუდ ვითარებას ქმნის, მაშინ როცა ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორები საქართველოს სახით რეგიონში სტაბილური პარტნიორის შენარჩუნებას ცდილობენ“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვოლსკიმ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

 

„ჩვენს თვალწინ რა პროცესებიც ხდება არ ეხება მხოლოდ საქართველოს ეს ეხება მსოფლიოს და განსაკუთრებით ჩვენს რეგიონში ძალთა გადანაწილების მიმდინარე პროცესს, რასაც ჩვენი პარტნიორები კავკასიაში ცდილობენ. ცდილობენ საქართველოს იმ პლატფორმად შეინარჩუნონ, სადაც სტაბილურობაა და სადაც მათ ეგულებათ სტაბილური პარტნიორი. აქედან გამომდინარე, რეალურად ცუდი რამ ხდება, კიდევ ერთხელ დაემთხვა საოკუპაციო ძალის და სააკაშვილის პოზიციები. დესტაბილიზაციაა საქართველოში.

 

ვირტუალურად წარმოვიდგინოთ სასწორი, სადაც ერთ მხარეს არის დემოკრატიული სახელმწიფოსთვის არასახარბიელო მდგომარეობა და ქვეყნის მთავარი ოპოზიციური ძალა არ შედის პარლამენტში. სასწორის მეორე მხარეს კი არის რეალურად ბიუჯეტის რეალიზაცია და სტრატეგიული ამოცანები, რათა სოციალური პაკეტი არ შემსუბუქდეს, სტრუქტურები არ ჩამოიშალოს და ნიჰილიზმი და ქაოსი არ გამეფდეს ქვეყანაში,"- აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner