logo_geo
eng_logo
ლევან ვარშალომიძის დასახვედრად სარფის საბაჟო პუნქტში სააკაშვილის მეუღლე სანდრა რულოვსი მივიდა
- +

3 ივლისი. 2016. 17:38


აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძე უკვე საქართველოშია. ის ქვეყანაში სარფის საბაჟო პუნქტის გავლით შემოვიდა.


მის დასახვედრად „ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები და ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მეუღლე სანდრა რულოვსი მივიდნენ.


სარფში მცირე ინციდენტიც მოხდა - ერთ-ერთმა მამაკაცმა ლევან ვარშალომიძეს ფეხსაცმელი ესროლა, რის გამოც, ის წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს. 


ვარშალომიძე ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში აპირებს მონაწილეობის მიღებას.


აჭარის მთავრობის ყოფილი მეთაური არ გამორიცხავს, მის წინააღმდეგ არსებული საქმეების გამოძიება საქართველოში დაბრუნების შემდეგ გააქტიურდეს.  ამასთან, ვარშალომიძე აცხადებს, რომ ის ბრძოლას ხელისუფლების არჩევნების გზით შესაცვლელად მაინც აპირებს.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner