logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: ოპოზიციის მთავარი ბრალდება, რომ არჩევნები გაყალბდა, გაცამტვერდა - რაზე უნდა მოველაპარაკოთ, სანამ ბოდიშს არ მოიხდიან?
- +

11 დეკემბერი. 2020. 23:30

 

 

„დღეს მოლაპარაკებების რეალობა მკვეთრად შეიცვალა, ვინაიდან, არ არსებობს ოპოზიციის უკვე მთავარი ბრალდება, ის გაქრა, გაცამტვერდა და აგერ პირდაპირ მთელი საზოგადოების თვალწინ აღმოჩნდა, რომ ეს იყო სიცრუე“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძე "ღამის კურიერში" განაცხადა.

 

„შესაბამისად, ის პოზიციები, რასაც აცხადებდნენ და ახმოვანებდნენ ამ რადიკალური თუ პრაგმატული ოპოზიციის წარმომადგენლები მოლაპარაკებებზე, ეფუძნებოდა სწორედ ამას, რომ თითქოს არჩევნები იყო გაყალბებული და გახსოვთ, ყველა მათგანი დღეს რა განცხადებებიც მოვისმინეთ, ამბობდნენ, რომ რიგგარეშე არჩევნების ჩატარების გარეშე მათთვის ყველაფერი არის მიუღებელი, მხოლოდ რამდენიმე გამონაკლისი ოპოზიციონერი პოლიტიკოსების შედარებით უფრო პრაგმატულად და უფრო ჯანსაღად აფასებდნენ სიტუაციას.

 

რაზე უნდა მოველაპარაკოთ სანამ ბოდიშს არ მოიხდიან ამ ტყუილის გამო? რაზე უნდა მოველაპარაკოთ? ჩვენ არ განვიხილავთ რიგგარეშე არჩევნებს, ვამბობდით რომ არჩევნები არ იყო გაყალბებული და აჰა დღეს დადასტურდა, რომ არჩევნები ნამდვილად არ გაყალბებულა.

 

ახლა ოპოზიციამ  უკვე რა თქმა უნდა ბოდიში უნდა მოიხადოს. ჩვენ გავაგრძელებთ საუბარს მხოლოდ იმ ოპოზიციონერებთან და პოლიტიკოსებთან, ვინც ჯანსაღად, პრაგმატულად უყურებს ეროვნულ ინტერესებს, დემოკრატიულ პრინციპებს," - აცხადებს არჩილ თალაკვაძე.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner