logo_geo
eng_logo
მაია ბითაძე: ღრმად მწამს, გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც ISFED-ის შედეგებს გაეცნობიან და ჩაერთვებიან პარლამენტის მუშაობაში
- +

12 დეკემბერი. 2020. 00:35

 

 

„ღრმად მწამს, გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც გაეცნობიან მათ შორის, ISFED-ის შედეგებს და მათში სამშობლოს წინაშე სინდისი კიდევ უფრო გაიღვიძებს და ეტაპობრივად ჩაერთვებიან პარლამენტის მუშაობაში“, - განაცხადა  „ქართული ოცნების“ წევრმა მაია ბითაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ ეთერში, რითაც გამოეხმაურა  ISFED-ის მიერ გამოქვეყნებული არჩევნების საბოლოო შედეგებს.

 

„ჩვენ და პარტიის ხელმძღვანელობა ძალიან დიდი ხანი საუბრობდა, რომ პარალელური დათვლის შედეგებში აშკარა ცდომილება იყო. ჩვენ გვქონდა ჩვენი ვარაუდები, თუ რატომ იყო ცდომილება. არჩევნების დასრულების დღიდან არაერთხელ მივმართეთ, თუ რა მეთოდოლოგიებით აკეთებდა ორგანიზაცია დათვლას, რადგან აშკარა ცდომილება იყო. არცერთი გამოთვლებით ასეთი ცდომილება არ უნდა ყოფილიყო. რეალურად, ISFED-ის დასკვნა იყო ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი ოპოზიციისთვის, დასაწყისში ვამბობ, როცა ისინი აპელირებდნენ იმაზე, რომ ცდომილება ამხელა არისო, დავიწყებული იყო ყველანაირი სხვა გამოკითხვა. დღეს რას ვხედავთ? ცდომილება არის 07%-იანი და დაემთხვა რეალურად ცესკოს შედეგებს ერთი-ერთში, თუ არ ჩავთვლით ბათილად ბიულეტენების რაოდენობას“, - განაცხადა ბითაძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner