logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: უახლოეს დღეებში მკაფიო ზღვარი გაევლება ჯანსაღ და არაჯანსაღ ოპოზიციურ პარტიებს შორის
- +

12 დეკემბერი. 2020. 00:36

 

 

„უახლოეს დღეებში მკაფიო ზღვარი გაევლება ჯანსაღ და არაჯანსაღ ოპოზიციურ პარტიებს შორის და ეს სურათი აუცილებლად გამოჩნდება. იქნება ერთგვარი თვითლუსტრაცია და ამის საფუძველზე საქართველოს პარლამენტში სათანადო სურათს მივიღებთ. პროცესებთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს მეტი ინფორმაცია და ეს გვაძლევს საშუალებას, ვთქვათ, რომ ოპოზიციური პარტიები წარმოდგენილი იქნებიან პარლამენტში“, -  ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა.

 

„საქართველოს პარლამენტში იმ პათოლოგიური ადამიანების ადგილი არ არის, რომლებსაც ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში უამრავი დანაშაული აქვთ ჩადენილი და მოქმედებას დღესაც იმავე მოქმედებით აგრძელებენ. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვართ მთლიანად ორიენტირებული იმაზე, რომ პარლამენტში ჯანსაღი პოლიტიკური სპექტრი იყოს წარმოდგენილი ოპოზიციის სახით და მათი დარწმუნებისთვის ძალიან ბევრ რამეს გავაკეთებთ. მათ შორის, კიდევ ერთხელ განვიხილავთ იმ წინადადებებს, რომელიც საარჩევნო რეფორმას უკავშირდებოდა“, – განაცხადა კობახიძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner