logo_geo
eng_logo
სულხან მოლაშვილი: მათიას იორშმა აღნიშნა, რომ ღორებსაც კი არ ექცეოდნენ ჩემსავით
- +

3 ივლისი. 2016. 17:43


„როგორც მათიას იორშმა აღნიშნა - ღორებსაც კი არ ექცეოდნენ ჩემსავით და ნუთუ ასე ძნელია გამოძიებისთვის იმის დადგენა, ვინ მამყოფებდა ასეთ ჯოჯოხეთში?!" - ამის შესახებ სულხან მოლაშვილმა განაცხადა.  ყოფილი პოლიტპატიმარი თავისი საქმის ხელახალ გამოძიებასთან დაკავშირებით „ალიას" ესაუბრა:



„პროკურატურამ მარტივი რამ უნდა დაადგინოს - ღამის სამ საათზე, სპეცრაზმის თანამშრომლებმა ვისი ბრძანებით გადაიყვანეს სულხან მოლაშვილი ორთაჭალის იმ საკანში, სადაც წამება დადასტურდა? თუ ამ ძაფს გაჰყვებიან, ბრძანების გამცემ პირს მიადგებიან, მაგრამ ვერ გავაგებინე ეს პროკურატურის ზოგიერთ თანმშრომელს", - განაცხადა მოლაშვილმა.

 

 

რაც შეეხება ახალ მთავარ პროკურორთან დაკავშირებულ მოლოდინებს, მოლაშვილს იმედი აქვს, რომ ირაკლი შოთაძე საზოგადოების წინაშე დადებულ პირობას შეასრულებს და, ბოლოს და ბოლოს, ქვეყანა სამართლიანობის აღდგენის რეალურ გზას დაადგება. „წინააღმდეგ შემთხვევაში წინ მძიმე დღეები გველის. თუ ხელისუფლება ლევან მურუსიძისნაირ კადრებს დაეყრდნობა, ქვეყანას მომავალი არ ექნება!" - განაცხადა მოლაშვილმა.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner