თელავი-ყვარლის დამაკავშირებელ მაგისტრალზე 5-მდე ადამიანი მძიმედ დაშავდა. „მერსედერსისა“ და „გოლფის მარკის ავტომობილების შეჯახებისას, ორივე მანქანის მძღოლები და მგზავრები დაშავდნენ. ისინი სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა მოტეხილიბებითა და სხეულის სხვადასხვა დაზიანებებით თელავის საავადმყოფოში მოათავსა.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სახანძრო-სამაშველო ბრიგადები.
წინასწარი ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარე გახდა.