logo_geo
eng_logo
ლალი მოროშკინა: სანდრას და ლევანის „ტრიუმფალური" სვლა ბათუმის ქუჩებში თქვენი სირცხვილია!
- +

3 ივლისი. 2016. 17:59


„თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის" პარტიის წევრი ლალი მოროშკინა FACEBOOK-ზე წერს:


SOS მთავრობა!!!

 

დღევანდელი ნაციონალური"დემარში, სანდრა და ლევანი ბათუმში  მათი "ტრიუმფალური" სვლა ბათუმის ქუჩებში თქვენი სირცხვილია!!! მხოლოდ ერთ ბიჭს აუძგერდა ნერვი და ფეხსაცმელი ესროლა ვარშალომიძეს და ისიც დააკავეს! აი ეს არის პროკურატურაში დახავსებული საქმეების შედეგი, ესაა თქვენი პოლიტიკის ნაყოფი!

 

რა ნამუსით შეხედავთ ამონრჩეველს თვალებში??? სად იყავით 4 წელი??? რატომ არ დასაჯეთ ჯალათები??? და კიდევ,ხვალ 16.00 საქალაქო სასამართლოში ბუტას საქმე განიხილება და აბა თქვენ იცით, ისევ ატირეთ ჭირისუფალი ია!", - წერს მოროშკინა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner