logo_geo
eng_logo
პროექტი „ცოცხალი წიგნები“ გრძელდება
- +

3 ივლისი. 2016. 18:44


ლიტერატურულ-საგანმანათლებლო პროექტი „ცოცხალი წიგნები" საქართველოს მასშტაბით გრძელდება:


„ცოცხალი წიგნები" ხვალ დილას 08:30 საათზე აჭარაში მივემგზავრებით. აჭარა 4; 5; 6; 7; 8; 9; 10; 11 ივლისი.

I დღე / თბილისი (გასვლა 08.00) - ქობულეთი 17.00 ˃

II დღე / ქობულეთი ˃ ბათუმი 17.00 ˃

III დღე / ხელვაჩაური 14.00 ˃ კვარიათი 17.00 -

IV დღე / ხულო 12.00 - ბეშუმის მონახულება

V დღე / სხალთა 13.00˃ ნიგაზეული 16.00 ˃ შუახევი

VI დღე / ოლადაური 13.00 ˃ შუახევი 15.00 -

VII დღე / გეგელიძეები(ფრიდონ ხალვაშის სახლ-მუზეუმი) 13.00 ˃ ქედა 15.00

VIII დღე / კვარიათი ˃", - წერს კულტურის მინისტრის მრჩეველი ქეთევან დუმბაძე.

 

14 აპრილს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ დაიწყო უპრეცედენტო ლიტერატურულ-საგანმანათლებლო პროექტი "ცოცხალი წიგნები".

 

პროექტი "ცოცხალი წიგნები" გულისხმობს საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სოფლებისა და ქალაქების საჯარო სკოლებში, ბიბლიოთეკებში, მუზეუმებში, კულტურის სახლებსა და სხვა საჯარო დაწესებულებებში, თანამედროვე მწერლების სტუმრობას და მკითხველთან შეხვედრას. პროექტის ფარგლებში ეწყობა პოეზიის საღამოები, იმართება დისკუსიები ადგილობრივ მოსახლეობასთან მათთვის საინტერესო თემებზე.


პროექტი 4 ეტაპად ხორციელდება და  წლის განმავლობაში, მასში მონაწილეობას მიიღებს სულ 75 მწერალი. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner