logo_geo
eng_logo
1998 წლიდან პირველად გორს საზოგადოებრივი ტრანსპორტი ეყოლება
- +

12 დეკემბერი. 2020. 16:54

 

 

 

1998 წლიდან პირველად გორს საზოგადოებრივი ტრანსპორტი ეყოლება. პირველ ეტაპზე რეგიონებისთვის განკუთვნილი 175 ახალი თანამედროვე სტანდარტების ავტობუსიდან, გორს 10 უკვე გადაეცა, მომდევნო ეტაპზე კი კიდევ 20 ერთეული დაემატება.

 

მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარების პროგრამის ფარგლებში, EURO5-ის სტანდარტის ავტობუსები ქალაქს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა გადასცა.

 

პროგრამა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მოიცავს სხვადასხვა მუნიციპალიტეტისთვის 175 ერთეული, საერთო ჯამში, 18.7 მილიონ ევროს ღირებულების, თანამედროვე სტანდარტების ავტობუსის შეძენას.

 

მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარებისთვის შერჩეულია საქართველოს 6 ქალაქი. ავტობუსები თელავს, ფოთს, გორს, ზუგდიდს, რუსთავსა და ქუთაისს ეტაპობრივად გადაეცემა.

 

პროგრამა ქალაქებში მუნიციპალური ტრანსპორტის სექტორის განვითარებას ხელს შეუწყობს, ხოლო მოსახლეობა შეძლებს თანამდეროვე, კომფორტული და რაც მთავარია, გარემოსთვის უვნებელი ავტობუსებით ისარგებლოს. ავტობუსების მარშრუტებსა და სატრანსპორტო დერეფნებს მუნიციპალიტეტები განსაზღვრავენ.

 

ამ ეტაპისთვის, გორს გადაეცა 50 მგზავრზე გათვლილი 10 ახალი ავტობუსი. დამატებითი 20 ერთეულიდან, 12 ცალი 83 მგზავრზე იქნება გათვლილი. ყველა სატრანსპორტო საშუალება სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.

 

 


 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner