logo_geo
eng_logo
იაპონიაში კოვიდინფიცირების დღიურმა მაჩვენებელმა 3 ათასს პირველად გადააჭარბა
- +

12 დეკემბერი. 2020. 17:29

 

 

დღე-ღამეში, იაპონიაში ახალი კოროანავირუსით ინფიცირების 3 041 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც, პანდემიის დაწყების შემდეგ, ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია, - ამის შესახებ Reuters-ი წერს.

 

დღე-ღამის განმავლობაში, ქვეყნის დედაქალაქში, ტოკიოში ინფიცირების 621 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ბოლო რამდენიმე კვირაა, ქვეყანაში ინფიცირების მაჩვენებელმა მკვეთრად იმატა. ეპიდვითარება ყველაზე მეტად კუნძულ ჰოკაიდოზე გართულდა.

 

ამ დრომდე, იაპონიაში კორონავირუსს 2 588 ადამიანი ემსხვერპლა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner