-
+
12 დეკემბერი. 2020. 17:29
დღე-ღამეში, იაპონიაში ახალი კოროანავირუსით ინფიცირების 3 041 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც, პანდემიის დაწყების შემდეგ, ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია, - ამის შესახებ Reuters-ი წერს.
დღე-ღამის განმავლობაში, ქვეყნის დედაქალაქში, ტოკიოში ინფიცირების 621 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ბოლო რამდენიმე კვირაა, ქვეყანაში ინფიცირების მაჩვენებელმა მკვეთრად იმატა. ეპიდვითარება ყველაზე მეტად კუნძულ ჰოკაიდოზე გართულდა.
ამ დრომდე, იაპონიაში კორონავირუსს 2 588 ადამიანი ემსხვერპლა.
წყარო :