logo_geo
eng_logo
ბაღდადში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 172-მდე გაიზარდა
- +

3 ივლისი. 2016. 18:45


ერაყის პრემიერ-მინისტრი „Twitter"-ზე წერს, რომ ერაყის დედაქალაქ ბაღდადში წუხელ მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა საგრძნობლად მოიმატა და 172-მდე გაიზარდა. დაშავებულია 200-მდე ადამიანი.



მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, ბაღდადში ორი აფეთქების შედეგად 82 ადამიანი დაიღუპა, 200-მდე კი დაშავდა. ბოლო აფეთქება სავაჭრო ცენტრ „კარადთად" მოხდა, რა დროსაც სატვირთო ავტომანქანა-მაცივარი აფეთქდა.



ერთ-ერთ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner