ერაყის პრემიერ-მინისტრი „Twitter"-ზე წერს, რომ ერაყის დედაქალაქ ბაღდადში წუხელ მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა საგრძნობლად მოიმატა და 172-მდე გაიზარდა. დაშავებულია 200-მდე ადამიანი.
მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, ბაღდადში ორი აფეთქების შედეგად 82 ადამიანი დაიღუპა, 200-მდე კი დაშავდა. ბოლო აფეთქება სავაჭრო ცენტრ „კარადთად" მოხდა, რა დროსაც სატვირთო ავტომანქანა-მაცივარი აფეთქდა.
ერთ-ერთ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.