logo_geo
eng_logo
NATO-ს გენერალური მდივნის თანაშემწის თქმით, რუსეთი ალიანსის გაფართოვებას ვეტოს ვერ დაადებს
- +

12 დეკემბერი. 2020. 18:18

 

 

რუსეთს არ შეუძლია, ვეტო დაადოს NATO- გაფართოებას, - ამის შესახებ ატლანტიკურ საბჭოში გამართულ დისკუსიაზე ალიანსის გენერალური მდივნის თანაშემწემ ბაიბა ბრაჟემ განაცხადა.

 

მისივე თქმით, საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანების საკითხი პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზეა დამოკიდებული, მანამდე კი პრაქტიკულ საკითხებზე მუშაობა გრძელდება.

 

რუსეთს არ შეუძლია ვეტო დაადოს NATO- გაფართოების გადაწყვეტილებას. ისტორიაში ამის მაგალითები უკვე ვნახეთ. ამავე დროს, არც NATO- შეუძლია დაადოს ვეტო ალიანსში საქართველოს ან უკრაინის გაწევრიანებას. ყველაფერი პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებაზეა დამოკიდებული. პოლიტიკურ კონსენსუსამდე კი ჩვენ პრაქტიკულ საკითხებზე ვმუშაობთ. გასულ კვირას გაიმართა NATO- მინისტერიალი, რომელსაც საქართველოს და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრები ესწრებოდნენ. ასე რომ, პრაქტიკული სამუშაო გრძელდება იმისათვის, რომ საქართველოსა და უკრაინის სტანდარტები ამაღლდეს, რომ მათ პოლიტიკური და სამხედრო გადაწყვეტილებების პოტენციალის სრულად გამოყენება შეძლონ,“- აღნიშნა ბრაჟემ.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner