logo_geo
eng_logo
პარიზში საპროტესტო აქციის 50 მონაწილე დააკავეს
- +

12 დეკემბერი. 2020. 19:48

 

 

საფრანგეთის დედაქალაქში სამართალდამცავებმა  საპროტესტო აქციის 50-მდე მონაწილე დააკავეს.

 

აქციის დაწყებამდე საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ჯერალდ დარმანენმა განაცხადა, რომ  დააკავეს 24 ადამიანი, რომლებიც დემონსტრაციაზე  აკრძალული ნივთების შეტანას ცდილობდნენ.

 

ცნობისთვის, ჟურნალისტთა პროფკავშირების მიერ ორგანიზებულ დემონსტრაციაზე დემონსტრანტებმა უსაფრთხოების შესახებ კანონისპროექტის 24-ე მუხლი გააპროტესტეს. მომიტინგეები აღნიშნავენ, რომ ეს „პოლიციის აგრესიისთვის კარს ხსნის" და სამართალდამცავებს მეტ თავისუფლებას ანიჭებს.

 

ახალი კანონპროექტი პოლიციელების უფლებამოსილებას აფართოებს და ბეჭდურ და სამაუწყებლო მედიაში სამართალდამცავების მაიდენტიფირებელი გამოსახულების გამოქვეყნებას კრძალავს. ცნობილია, რომ კანონის დამრღვევ პირებს 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ და მათ ასევე ჯარიმის სახით 45 000 ევროს გადახდა მოუწევთ. აქციის მონაწილეები კი აცხადებენ, რომ ინიციატივა ქვეყანაში მედიის თავისუფლება საფრთხეს შეუქმნის.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner