-
+
12 დეკემბერი. 2020. 20:28
ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ 71 მილიონს გადააჭარბა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსის 71 226 341 შემთხვევა გამოვლინდა, 1 597 843 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 45 479 495 – გამოჯანმრთელდა.
ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობით, აშშ კვლავ პირველ ადგილზეა. ქვეყანაში კოვიდინფიცირების 15 851 735 შემთხვევაა გამოვლენილი და 295 539 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.