logo_geo
eng_logo
იმუნიტეტისთვის შესაძლოა ვაქცინის ერთი დოზა საკმარისი აღმოჩნდეს
- +

12 დეკემბერი. 2020. 20:39

 

 

კორონავირუსის პირველი ვაქცინის შემქმნელმა, ფარმაცევტული კომპანია BioNTech-ის დამაარსებლმა, უგურ საჰინმა, საინფორმაციო სააგენტო „როიტერთან“ ვაქცინის შესახებ ისაუბრა.

 

გამოცემის ცნობით, მიმდინარე კვირაში გამოქვეყნდა მონაცემები, იმის თაობაზე, რომ Pfizer/BioNTech-ის მიერ შემუშავებულმა ვაქცინამ კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების ვირუსისგან დაცვა პირველი დოზის მიღების შემდომვე უზრუნველყო. ვაქცინის ეფექტურობა კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებში პირველი დოზის მიღებიდან 12 დღის შემდეგ გამოვლინდა.

 

უგურ საჰინმა აღნიშნა, რომ მისთვის აღნიშნული მონაცემები გასაკვირი აღმოჩნდა, ვინაიდან მანამდე ცნობილი იყო, რომ იმუნური რეაქცია ვაქცინის მეორე დოზის მიღების შემდგომ ძლიერდება.

 

მისი თქმით, ვაქცინის მხოლოდ ერთი დოზის გამოყენების შესახებ რეკომენდაცია ჯერ გაცემული არ არის.

 

„ამ საკითხს ჩვენს პარტნიორ Pფიზერ-თან განვიხილავთ”, - აღნიშნა საჰინმა.

 

ცნობისთის, კომპანია Pfizer-ისა და BioNTech-ის მიერ შემუშავებული COVID-19-ის ვაქცინა აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის მიერ დამტკიცებული ან ლიცენზირებული არ არის, თუმცა, ადმინისტრაციამ 16 წელს მიღწეულ პირებში მისი გადაუდებელი საჭიროების შემთხვევაში გამოყენების ნებართვა გასცა.

 

Pfizer/BioNTech-ის მიერ შექმნილი პრეპარატით ვაქცინაცია უკვე დიდ ბრიტანეთში მიმდინარეობს.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner