logo_geo
eng_logo
ანტონიო გუტიერეში: მსოფლიო ლიდერებმა კლიმატის ცვლილების გამო საგანგებო მდგომარეობა უნდა გამოაცხადონ
- +

13 დეკემბერი. 2020. 00:23

 

 

 

გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერეში აცხადებს, რომ მსოფლიო ლიდერებმა კლიმატის ცვლილების გამო საგანგებო მდგომარეობა უნდა გამოაცხადონ. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

 

განცხადება გუტიერეშმა პარიზის შეთანხმების მეხუთე წლისთავთან დაკავშირებით გამართულ სამიტზე გააკეთა.

 

„ვინმეს კიდევ შეუძლია, უარყოს, რომ ჩვენ საგანგებო მდგომარეობის წინაშე ვართ? ამიტომ, დღეს მსოფლიოს ლიდერებს მოვუწოდებ, საკუთარ ქვეყნებში კლიმატის ცვლილებების გამო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადონ, ვიდრე ნახშირბადის ნეიტრალურ დონეს არ მიაღწევენ“, – აღნიშნა გუტერეშმა.

 

გაერო-ს გენერალური მდივნის განცხადებით, „კოვიდ-19“-თან გამკლავების მიზნით გაცემული ფინანსური დახმარებები, კლიმატისთვის ნაკლებად საზიანო სამუშაოების განვითარებას უნდა მოხმარდეს.

 

„როიტერი“ წერს, რომ ვირტუალურ სამიტზე ვიდეომიმართვებით გამოვიდნენ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი და ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინიც.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner