logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: მნიშვნელოვანია რიგ პოლიტიკურ სუბიექტებთან შედგეს შეთანხმება და შევჯერდეთ იმაზე, როგორ უნდა გაგრძელდეს პროცესები
- +

13 დეკემბერი. 2020. 00:35

 

 

„მნიშვნელოვანია სიმშვიდისთვის, რომ რაღაცებზე, მთელ რიგ პოლიტიკურ სუბიექტებთან შედგეს შეთანხმება და შევჯერდეთ იმაზე, თუ როგორ უნდა გაგრძელდეს პროცესები და ჩვენ შეგვიძლია, ამ კუთხით ოპტიმისტურად ვიყოთ განწყობილი“,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „ქრონიკა“ განაცხადა.

 

„სიების გაუქმება ერთი მხარეა, საინტერესოა დეტალია, რატომ არ შემოაქვს „ნაციონალურ მოძრაობას“ განცხადებები პარლამენტში, დეპუტატების უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით. მე მგონი, პარლამენტისთვის ჯერ არავის მიუმართავს და საინტერესოა, რატომ არ ჩქარობენ. ამის უკანაც შეიძლება რაღაცები იდგეს. რესურსი არსებობს - როდესაც გვეკითხებიან მოლაპარაკებებთან დაკავშირებით, ხშირად გამოიყენება ხოლმე ტერმინი დათმობა. მე ვფიქრობ, რომ მოლაპარაკებების რესურსი არსებობს, ჩვენ არაფერი გვაქვს დასათმობი და არც მოსალაპარაკებელი, PVT-იც კი შეცდომით ჩვენ დაგვიდეს - ჩვენ გვედავებოდნენ გაყალბებას და ამ დროს პირიქით აღმოჩნდა.

 

კიდევ ჩვენ უნდა ვიყოთ თავდაცვით მდგომარეობაში?! ბუნებრივია, ჩვენ ხო ასე არ შეგვიძლია გაგრძელება, მით უმეტეს, ისეთ პოლიტიკურ ძალებთან, როგორიც „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ არიან. მაგრამ, ჩვენ, რა თქმა უნდა, ანგარიშს ვუწევთ ყველაფერს, ზოგადად მნიშვნელოვანია სიმშვიდისთვის ის, რომ რაღაცებზე, მთელ რიგ პოლიტიკურ სუბიექტებთან შედგეს შეთანხმება და შევჯერდეთ იმაზე, თუ როგორ უნდა გაგრძელდეს პროცესები და ჩვენ შეგვიძლია, ამ კუთხით ოპტიმისტურად ვიყოთ განწყობილი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner