-
+
13 დეკემბერი. 2020. 01:13
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეს საფრანგეთიდან სტეფან ვისკონტის, აშშ-ის თანათავმჯდომარეს ენდრიუ შოფერს, რუსეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს აზერბაიჯანში მიხაილ ბოჩარნიკოვს და ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარის პირად წარმომადგენელს ანჯეი კასპრშიკს შეხვდა. ამის შესახებ განცხადებას აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 10 ნოემბრის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გაფორმების შემდეგ, ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები აზერბაიჯანს პირველად ეწვივნენ.
მხარეებმა შეხვედრაზე რეგიონში შექმნილი ვითარება და ცეცხლი შეწყვეტის შესახებ 10 ნოემბრის შეთანხმების განხორციელების საკითხები განიხილეს.
წყარო :