logo_geo
eng_logo
ინდოეთში გამოვლენილი უცნობი დაავადების შესახებ დამატებითი ცნობები ვრცელდება
- +

13 დეკემბერი. 2020. 02:37

 

 

ინდოეთის ქალაქ ელურუს მკვიდრთა მასობრივი ავადმყოფობის ერთ-ერთ მიზეზად მძიმე ლითონებითა და საკვებში აღმოჩენილი პესტიციდებით მოწამვლა სახელდება. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა Hindustan Times ავრცელებს.

 

„კვების ეროვნულმა ინსტიტუტმა ბრინჯში ვერცხლისწყლის კვალი აღმოაჩინა, ხოლო ბოსტნეულში ჭარბი რაოდენობით პესტიციდებისა და ჰერბიციდების ნარჩენები აღმოჩნდა. გარდა ამისა, დაავადებულთა სისხლში ორგანოფოსფატების ნარჩენებს მიაკვლიეს", - განაცხადა ანდრა-პრადეშის მთავრობის მთავარმა მინისტრმა ჯაგანმოჰამა რედიმ.

 

რედიმ ასევე აღნიშნა, რომ ქიმიკოსებმა დაზარალებულთა სისხლის ნიმუშებში ტყვია და ნიკელი აღმოაჩინეს, მაგრამ  ხელისუფლების განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით წყლისა და რძის დაბინძურება არ ფიქსირდება.

 

დაზარალებულთა საერთო რაოდენობამ 613-ს მიაღწია. აქედან, 13 სტაციონარულ მკურნალობას გადის, დანარჩენი კი საავადმყოფოებიდან გაწერეს. სამი პაციენტი გარდაიცვალა, მათგან ორი პაციენტის სიკვდილის მიზეზი შესაძლოა  ქრონიკული დაავადებები ყოფილიყო.

 

შეგახსენებთ, 7 დეკემბერს ინდოეთის ქალაქ ელურუში უცნობი დაავადების აფეთქება დაფიქსირდა.

 

რამდენიმე ასეულმა ადამიანმა ერთნაირი სიმპტომებით - თავის ტკივილით და ეპილეფსიური ნიშნებით - ერთდროულად მიმართა ადგილობრივ სამედიცინო დაწესებულებებს.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner