კომპანია „თელასის“ ცნობით, გადაუდებელი სამუშაოების გამო, კრწანისის რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.
11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება რუსთავის გზატკეცილის მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო და აცხადებს, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.