logo_geo
eng_logo
სოზარ სუბარი: მიხეილ სააკაშვილმა პასუხი უნდა გასცეს, რატომ აფინანსებდა ტერორისტებს
- +

3 ივლისი. 2016. 19:09


ლტოლვილთა მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით, აჰმედ ჩატაევთან დაკავშირებით ძალიან საინტერესო დეტალები გამოიკვეთა.



ეს ცნობილი ტერორისტი თურმე სააკაშვილის აგენტი ყოფილა, რომელსაც აფინანსებდა სააკაშვილი და პასპორტს პასპორტზე უცვლიდა. როდესაც ამაზე არის ლაპარაკი, ცხადია, რომ შესაბამისი მტკიცებულებები არსებობს შესაბამის ორგანოებში. ამაზეც, სავარაუდოდ, გამოძიება დაიწყება და ძალიან საინტერესო იქნება ამაზე მიხეილ სააკაშვილის პასუხები. როდესაც ის ჩამოვა საქართველოში და შებრძანდება მისთვის გამოყოფილ გარემონტებულ ოთახში, ნომერ მე-9 დაწესებულებაში, პასუხები უნდა გასცეს კითხვებს: რატომ აფინანსებდა და რატომ თანამშრომლობდა ტერორისტებთან. ეს არის ძალიან საინტერესო კითხვები. რაც შეეხება, რატომ მოხდა მისი გაშვება? მას ჰქონდა ერთადერთი ბრალი წაყენებული და სხვა მტკიცებულება ჩვენ არ დაგვხვედრია - ეს იყო იარაღის უკანონო ტარება. სააკაშვილის დროს, ვანო მერაბიშვილის მიერ დამუშავებულმა მოწმეებმა მისცეს ჩვენება თითქოს მას ჰქონდა იარაღი, შემდეგ გადათქვეს ეს ჩვენება და თქვეს იარაღი არ ჰქონია. შესაბამისად, მისი დაკავება თუნდაც ერთი წუთით იქნებოდა უკანონო და სავარაუდოდ, გამოძიებას სხვა შანსი, გარდა იმისა, რომ ეს ადამიანი გათავისუფლებულიყო, არ ჰქონდა", - განაცხადა სოზარ სუბარმა.



მისი თქმით, ყველაზე საინტერესო არის ის, რატომ თანამშრომლობდა და აფინანსებდა ტერორისტებს მიხეილ სააკაშვილი.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner