logo_geo
eng_logo
შსს-მ განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
- +

13 დეკემბერი. 2020. 10:45

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1998 წელს დაბადებული გ.ა. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

 

დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

გამოძიებით დადგინდა, რომ გ.ა.-მ, ურთიერთშელაპარაკებისას, მოქალაქეს დანით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი გადაყვანილია კლინიკაში, სადაც შესაბამისი მკურნალობა უტარდება.

 

სამართალდამცველებმა გ.ა. მომხდარიდან მალევე, თბილისში დააკავეს.

 

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner