logo_geo
eng_logo
მსოფლიოში COVID-19-ით ერთ დღეში 656 181 ადამიანი დაინფიცირდა
- +

13 დეკემბერი. 2020. 11:03

 

 

მსოფლიოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 656 181-ით გაიზარდა.

 

ბოლო 24 საათის განმავლობაში, მსოფლიოს მასშტაბით  კორონავირუსს კიდევ 11,868 ადამიანი ემსხვერპლა.

 

საერთო ჯამში, ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე, მსოფლიოში კორონავირუსით 72 მილიონზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა, ხოლო 1 611 637 გარდაიცვალა.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ინფიცირების 46%-ზე მეტი ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში გვხვდება (303 063), შემდეგ მოდის ევროპის რეგიონი (265 334), მესამეზე სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია (40 396).

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner