მსოფლიოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 656 181-ით გაიზარდა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში, მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსს კიდევ 11,868 ადამიანი ემსხვერპლა.
საერთო ჯამში, ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე, მსოფლიოში კორონავირუსით 72 მილიონზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა, ხოლო 1 611 637 გარდაიცვალა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ინფიცირების 46%-ზე მეტი ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში გვხვდება (303 063), შემდეგ მოდის ევროპის რეგიონი (265 334), მესამეზე სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია (40 396).