logo_geo
eng_logo
„Times“: ალექსეი ნავალნის მოწამვლა რუსეთში ორჯერ სცადეს
- +

13 დეკემბერი. 2020. 11:52

 

 

რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მოწამვლა მის სამშობლოში ორჯერ სცადეს. ამის შესახებ ბრიტანული „Times“ იტყობინება.

 

გავრცელებული ინფორმაციით, მოწამვლის პირველი უშედეგო მცდელობის შემდეგ სპეცსამსახურები პოლიტიკოსის ლიკვიდაციას მეორედაც შეეცადნენ, როდესაც ნავალნი კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა და ახლობლები ბერლინში მის გადაყვანას ცდილობდნენ.

 

„Times“-ის წყაროს ცნობით, სპეცაგენტები მის მოსაკლავად ომსკის კლინიკაშიც იყვნენ მისულნი, თუმცა, ოპოზიციონერის ლიკვიდაცია ვერ შეძლეს.

 

ალექსეი ნავალნი რუსეთის ქალაქ ტომსკში 20 აგვისტოს მოწამლეს. უგონო მდგომარეობაში მყოფი პოლიტიკოსი რამდენიმე დღეში ბერლინში გადაიყვანეს, სადაც დადგინდა, რომ ნავალნი „ნოვიჩოკის“ ტიპის ნერვულ-პარალიტიკური აგენტით იყო მოწამლული. ნავალნის მოწამვლასთან კავშირს კრემლი კატეგორიულად უარყოფს.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner